სასწავლო პროექტის
გეგმა
1.
|
პროექტის სახელწოდება
|
უსაფრთხო ქუჩა გიმნაზიასთან
|
2.
|
პროექტის მთავარი იდეა (თემა)
|
მოსწავლეებმა შეისწავლონ გიმნაზიის წინ მდებარე
ქუჩაზე არსებული საფრთხეები, დაინტერესებული მხარეებისაგან მოიპოვონ ინფორმაცია მათი
დამოკიდებულების შესახებ პრობლემის მიმართ, დასახონ უსაფრთხოების ღონისძიებები, შექმნან
გამაფრთხილებელი პოსტერები, საინფორმაციო ფურცლები და გაავრცელონ ქუჩაში მოძრაობის
მონაწილეებს შორის.
|
3.
|
პროექტის აქტუალობა
|
სასწავლო დღეებში, გაკვეთილების დაწყებისა და დამთავრებისას, მოსწავლეთა მოსვლის და წასვლის დროს (პიკის საათი)გიმნაზიის
წინ, ქუჩის მონაკვეთზე იქმნება საფრთხე ქვეითებისთვის, მძღოლებისათვის და მათი მგზავრებისათვის,
წარმოიქმნება კონფლიქტი მოძრაობის მონაწილეებს შორის, ასევე ზიანდება ქუჩის გასწვრივ
მდებარე გაზონის ნარგავები, რაც
|
4.
|
პროექტის მიზანი
|
მეოთხეკლასელებმა გამოიყენონ უსაფრთხო ქცევის წესები გიმნაზიის წინ მდებარე
ქუჩის მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; საგზაო მოძრაობის მონაწილეებს
ჰქონდეთ მოსწავლეების მიერ მომზადებული ბეჭდური ინფორმაცია უსაფრთხო მოძრაობის წესების
თაობაზე; შენარჩუნდეს გაზონის ნარგავები.
მომზადებული პროდუქტის გასავრცელება
დაინტერესებულ მხარეებს შორის შეხვედრა-აქცია ფარგლებში.
|
5.
|
მონაწილეთა ასაკი
|
9-10 წელი
|
6.
|
ვადები, ხანგრძლივობა
|
2019 წლის მარტი-მაისი - 3 თვე
|
7.
|
მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი
|
მომზადდება და დაინტერესებულ მხარეებს (მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები,
მეზობლები) მიეწოდება საინფორმაციო ფურცელი გიმნაზიის წინ მდებარე ქუჩის მონაკვეთზე
მოძრაობის შეთანხმებული წესებით; უსაფრთხო გახდება საგზაო მოძრაობა ამ მონაკვეთზე;
თავიდან იქნება აცილებული კონფლიქტები მოძრაობის მონაწილეთა შორის; გაუფრთხილდებიან
გაზონს, რომელიც მუდმივად განახლებადი იქნება.
|
8.
|
რესურსი
|
ადამიანური რესურსი: მოსწავლეები, მასწავლებლები, მხარდამჭერები;
მატერიალური რესურსი: ფურველი, კალამი, მარკერი, პლანშეტი, კითხვარი,
ფოტოკამერა, კომპიუტერი, პრინტერი/სკანერი.
|
9.
|
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
|
·
მოსწავლეების მიერ
გაკვეთილების დაწყებისა და დამთავრების დროს გიმნაზიის წინ ქუჩის მონაკვეთზე შექმნილ
მდგომარეობაზე დააკვირვება;
·
სასურველი მიზნის დასახვა ქუჩასთან შექმნილ მდგომარეობასთან
დაკავშირებით;
·
საკლასო დისკუსიის გამართვა მიზნის მისაღწევი საქმიანობების
დასაგეგმად;
·
გამოკითხვის დაგეგმვა მოსწავლეების, მათი მშობლებისა
და მეზობლებისგან ინფორმაციის მოსაპოვებლად არსებული პრობლემებისა და მათი მოგვარების
გზების შესახებ, ელ. კითხვარის მომზადება;
·
დაკვირვებისა და ელექტრონული გამოკითხვის შედეგების
ანალიზის საფუძველზე მთავარი პრობლემების გამოვლენა;
·
პრობლემის მოგვარების მიზნით, ისტ-ის გამოყენებით
ავტომობილების მოძრაობის მარშრუტის შემუშავება პიკის საათზე; საინფორმაციო ფურცლის
მომზადება: დიზაინის მოფიქრება, მოძრაობის მარშრუტის სქემის შემუშვება), ტექსტის
მომზადება; გაზონთან დასადგმელი პოსტერების მომზადება;
·
საინფორმაციო ფურცლების დაბეჭდვა;
·
საინფორმაციო შეხვედრა-აქციის ჩატარება - მოსწავლეებს,
მშობლებს, მეზობლებსა და მასწავლებლებს შორის საინფორმაციო ფურცლის გავრცელება და
გაზონთან მაფრთხილებელი პოსტერების განთავსება.
|
10.
|
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-სთან კავშირი
|
უსაფ. IV.
1. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს უსაფრთხოდ მოძრაობის
წესები.
ბუნ.IV.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული
კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
მათ. IV.11. მოსწავლეს შეუძლია
სქემაზე ორიენტირება და მარშრუტის აღმწერი მარტივი სქემის შექმნა.
|
11.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
თინათინ გვერდწითელი
|
12.
|
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
|
|
13.
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
https://tinatingverdtsiteli.blogspot.com/
|
თინათინ, გავეცანი თქვენს პროექტს. ვთვლი, რომ პროექტი აქტუალურია და კარგად გაწერილი. გისურვებთ წარმატებას!
ReplyDeleteთქვენი დახმარების იმედით!
Deleteთქვენ და მოსწავლეებს გისურვებთ წარმატებებს!
ReplyDeleteგმადლობთ ქეთევან!
Delete